შსს-მ ტორესა მოსის დაკავების ვადა კიდევ 24 საათით უსაფუძვლოდ გააგრძელა - საია

პუბლიკა

დაკავებული მწერლის, ტორესა მოსის ინტერესებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

მწერალი 12 ნოემბერს, თელავში აქციის მიმდინარეობისას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით დააკავეს.

ადვოკატმა გუშინ დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა დაკავებული. „მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოლოდინი, სასამართლო პროცესის დღევანდელ დღეს გამართვასთან დაკავშირებით, შსს-მ დაკავების ვადა კიდევ 24 საათით უსაფუძვლოდ გააგრძელა.

შესაბამისად, ტორესა მოსის სასამარათლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

საიას ადვოკატი სასამარათლო სხდომაზე გააგრძელებს მისი უფლებების დაცვას და მოითხოვს სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტას”. – ვკითხულობთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.