იმედა კლდიაშვილმა იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

პუბლიკა

“გირჩი – მეტი თავისუფლების”  წევრმა, იმედა კლდიაშვილმა იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.

იმედა კლდიაშვილი გუშინ, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან პროტესტის დროს დააკავეს.
შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მან დღეს მიიღო.

ის ითხოვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.