იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პასუხობს. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი საქართველოში სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით ჩამოვიდა, თუმცა ხელისუფლებამ იგი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ციხეში არ შეუშვა.
„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც კვლავ უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, ასევე, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, მასთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები”. – წერს ბრეგაძე.
ამასთან ბრეგაძე ევროპარლამენტარს სთხოვს განმარტოს რას ნიშნავს მის მიერ ნახსენები ტერმინი „პოლიტპატიმრები”.
„თქვენს წერილში ახსენებთ წარსულში თქვენს ვიზიტებს „პოლიტიკური პატიმრების“ მოსანახულებლად. მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ამ ტერმინში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ სხვა რომელიმე ავტორიტეტულ ინსტიტუტს ასეთად არ მიუჩნევია არცერთი პატიმარი საქართველოში“- ნათქვამია რატი ბრეგაძის წერილში.