ამ წუთებში ბათუმში, სუს-ის შენობასთან მიმდინარე აქციაზე უკანონოდ დააკავეს “სირცხვილიას” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად მოძრაობა ავრცელებს.
„დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლებმა თაკოს ვიდეოგადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს. საპასუხოდ პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა.
სუს-ის დავალებით პოლიცია აკავებს ყველა იმ პირს, ვინც პროტესტში აქტიურად მონაწილეობს”. – ვკითხულობთ „სირცხვილიას” განცხადებაში.
„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს რომ ინფორმაციას ამოწმებენ.