ნიკა მელიამ რამდენიმე წუთის წინ რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და ხვალინდელი დღის გეგმები გააცნო.
„გრძელდება ის რაც დავიწყეთ. ხვალ გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა თბილისში და არა მარტო თბილისში, რასაც ახლა მე არ დავაანონსებ, მაგრამ ხვალ დილიდან ყველა თქვენგანი მოისმენს.
ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები და ოპოზიციური პარტიები არიან ამ საპროტესტო მოძრაობაში ჩართულები.
ხვალ 7 საათზე მოძრაობა „სირცხვიალიამ” დაანოსნა აქცია აქ. ჩვენ კი სხვადასხვა წერტილში გავმართავთ აქციებს.
მაგრად იყავით ქვეყნის სამსახურში დგომა ისააა რასაც ახლა ვაკეთებთ” – თქვა ნიკა მელიამ.