ტორესა მოსის მხარდასაჭერად ხვალ მწერლების აქცია გაიმართება

პუბლიკა

მწერალი ტორესა მოსი ისევ პატიმრობაში რჩება. არ დაკმაყოფილდა ადვოკატის თხოვნა მისი ხელწერილით გამოშვების თაობაზე. სასამართლო დანიშნულია ხვალ დილის საათებში.

“მშვიდობიანად მოპროტესტე კოლეგის უსამართლოდ დაპატიმრების გამო ხვალ, მაჩაბლის 13-ში, დილის ათ საათზე გაიმართება ქართველ მწერალთა სოლიდარობის აქცია” – ამ განცხადებას პენ-ცენტრი ავრცელებს.

მწერალი 12 ნოემბერს, თელავში აქციის მიმდინარეობისას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით დააკავეს.

ადვოკატმა გუშინ დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა დაკავებული. „მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოლოდინი, სასამართლო პროცესის დღევანდელ დღეს გამართვასთან დაკავშირებით, შსს-მ დაკავების ვადა კიდევ 24 საათით უსაფუძვლოდ გააგრძელა.

შესაბამისად, ტორესა მოსის სასამარათლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

საიას ადვოკატი სასამარათლო სხდომაზე გააგრძელებს მისი უფლებების დაცვას და მოითხოვს სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტას”. – ვკითხულობთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.