„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეისთვის დაგეგმილი აქციები გააუქმა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეისთვის დაგეგმილი აქტივობები გაუქმდა – ინფორმაცია „პუბლიკას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

აქციების გაუქმების მიზეზი უცნობია და არც პარტიაში აკონკრეტებენ.

მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულია აქცია კი დღეს პარლამენტთან, 19:00 საათზე გაიმართება.


გუშინ, 13 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ დააანონსა, რომ დღეს გაიმართებოდა „რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა თბილისში და არა მარტო თბილისში“.

ნიკა მელიამ უწყვეტი აქციები 8 ნოემბერს დააანონსა. მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ „მიხეილ სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამედიცინო დაწესებულებით; მერე არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება მიტაცებული არჩევნები დაბრუნებული“.