რუსთავის საკრებულოში ენმ-ის 6 დეპუტატი შიმშილობას იწყებს

პუბლიკა

რუსთავის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის 6 დეპუტატი შიმშილობას იწყებს. ისინი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

„ვუერთდებით იმ უკიდურეს ფორმას პროტესტისა, რასაც ჰქვია შიმშილობა. დღეს შიმშილობას ვიწყებთ ენმ-ის საკრებულოს 6 წევრი.

პროტესტის ამ ფრმას გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი არ იქნება მრავალფუნქციურ კლინიკაში“, – განაცხადეს „ფორმულას“ ეთერში ენმ-ის წევრებმა.

მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა, შიმშილობს. 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, ხოლო გუშინ შიმშილობა დაიწყო 9 დეპუტატმა პარლამენტში, ასევე გიორგი ბარამიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. 13 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა იმედა კლდიაშვილმაც.