სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთან N18 სამკურნალო დაწესებულებაში შევა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სახალხო დამცველი 20:00 საათზე შევა.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.
სახალხო დამცველი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:
- გიორგი გრიგოლია – ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
- გრიგოლი ხურციძე – შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა
- გიორგი კაჭარავა – კარდიოლოგი
- გიორგი პაპიაშვილი – კარდიოლოგი/არითმიოლოგი
- აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
- მამუკა მაჩაიძე – ინფექციონისტი, თერაპევტი
- თენგო წულაძე – ნევროლოგი
- ნინო ზავრაშვილი – ენდოკრინოლოგი