მიხეილ სააკაშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში - გვარამია

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშილი თანახმაა გორს ჰოსპიტალში გადასვლაზე და შემდგომ უკვე შეწყვეტს შიმშლობას.

ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გადაიყვანენ.

„ჩვენთვის ეს ჰოსპიტალი უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიერ არის აშენებული და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია. ჩვენთვის მნოშვნელოვანია ვიცოდეთ სპეციალისტებისგან, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. ასევე ე.წ. შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტებბის მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიშები და ეს ეხება ყველა კონსილიუმს.

მიხეილ სააკაშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით. ზუსტ დროს არ ვამბობ ახლა, ასე ითხოვს უსაფრთოების ზომები.

მისი პირადი ექიმი და ქალბატონი გიული [ალასანია] მასთან დარჩებიან. მერე ჩვენ წავალთ გორში და მის ტრანსპორტირებას დავაკვირდებით, ასევე მის დაბინავებას პალატაში. ამის მერე დავტოვებთ გორს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.