ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდ 1 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.
NCDC-ის ცნობით, გრიპის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი იქნება 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. 4-კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს.
მინისტრის მოადგილემ პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ ინტერვალის დაცვა გრიპისა და COVID-ვაქცინებს შორის სავალდებულო არაა.
„შესაძლოა, რომ ორივე ერთდოულად გაკეთდეს. თუმცა თუ პაციენტს სურს, რომ იყოს გარკვეული ინტერვალი, შესაძლებელია ესეც”, – განმარტავს გაბუნია.
სეზონურ გრიპთან დაკავშირებით გაეცანით NCDC-ის მიერ მომზადებულ ინფორმაციას.