„სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბრძოლა, არ შეიძლება მოდუნება“ - ლიზა იასკო

პუბლიკა

რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.

„ის ჯერ კიდევ სუსტადაა, მე ვიტყოდი კიდეც, რომ შეხვედრის დასაწყისში ის მომეჩვენა უფრო მეტად დასუსტებული, ვიდრე ორშაბათს. თუმცა ორშაბათს ვიზიტისას მე ვიყავი ძალიან შეშინებული მისი საერთო მდგომარეობით. მუდმივად უტარდება მას სხვადასხვა პროცედურა, მოდიან ექიმები, ჩვენი შეხვედრა ბევრჯერ გაწყდა იმის გამო, რომ მას უტარებდნენ დიაგნოსტიკას. ის გახდა მას შემდეგ, რაც აქ გადმოიყვანეს კიდევ 3 კილოგრამით.

რა თქმა უნდა, მუდმივად იმყოფება პალატაში და იმ პოსტრავმული სინდრომით, რომელიც მას აქვს, ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა ჩაისუნთქოს ჰაერი და დაინახოს მზე. ეს ძალიან ცუდია, რადგან ადამიანს ასეთ პირობებში გაცილებით ცუდად შეუძლია რეაბილიტირება.

მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მე მოხარული ვარ ამ შეხვედრის გამო და ვფიქრობ, რომ ახლა მას ძალიან ესაჭიროება თანადგომა, როგორც ახლობლებისა და ადვოკატების მხრიდან, ასევე, რა თქმა უნდა, ხალხის მხრიდან. მისი სიცოცხლისა და გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება“, – განაცხადა იასკომ.

იასკოს ინფორმაციით, სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბრძოლა.

„ის ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბრძოლა, განსაკუთრებით მომდევნო კვირებში, რადგან არ შეიძლება მოდუნება. ის, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეს საკმარისი არ არის დიდი ბრძოლისთვის ცვლილებების მისაღწევად და მისი გათავისუფლებისთვის“, – განაცხადა ლიზა იასკომ.