გვარამია: როცა ივანიშვილი გახდება პატიმარი, ასეთივე უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული

პუბლიკა

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია მივიდა. სასამართლოს ეზოში შესვლამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც სახელმწიფო მიიღო, მოსაწონია, რადგან სახელმწიფოა სააკაშვილის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი.

„სახელმწიფო უსაფრთხოებას იღებს თავის თავზე და ვაცადოთ, რომ საჭირო ღონისძიებები გაატაროს. მთავარი დარღვევები მოსალოდნელია სასამართლო დარბაზში. კარგია, ბიძინა ივანიშვილი ამას რომ უყურებს. ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, ოღონდ მის მხარდასაჭერად ამდენი ხალხი არ იქნება.“ – განაცხადა ნიკა გვარამია.

მედიის წარმომადგენლებს სასამართლოს ტერიტორიის შიდა პერიმეტრზე არ უშვებენ. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს შესასვლელიდან მუშაობენ. სასამართლოს შიდა პერიმეტრზე ასევე არ უშვებენ აქციის მონაწილეებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის ჰოსპიტალში მკურნალობას.