საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დეკემბრის დასაწყისში სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება და სოციალური რეფორმის საუკეთესო გამოცდილებას ჩამოიტანს.
„რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, დეკემბრის დასაწყისში სამუშაო ჯგუფი გაემართება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით და ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც გააკეთა აღნიშნული სოციალური პოლიტიკის რეფორმა. ვფიქრობ, სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მან.