თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი“ ადასტურებს. როგორც ის „TV პირველთან“ აღნიშნავს, მისი ინფორმაციით, ფართში მხოლოდ ორი ადამიანი იმყოფებოდა.
„ჩვენთან შეტყობინება ინტოქსიკაციის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან შემოვიდა. ადგილზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი გამოცხადდა. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილზე იყო უკანონო მოხმარება გაზის – მიერთება ჩვენთან შეთანხმების გარეშე. ასევე, ფართში დაყენებული იყო აკრძალული დანადგარები, რომლის დაყენებაც დახურულ სივრცეში არ არის მიზანშეწონილი“, – ამბობს „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი.
მისივე ინფორმაციით, საუბარია წყლის გამაცხელებელსა და გამათბობელზე.