გზების დეპარტამენტის ცნობით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივად გახსნილია.
ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, დღეს, დღის მანძილზე აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.