„ხელვაჩაურში კაცმა ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა" | დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელვაჩაურში ორი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„პუბლიკასთან” საუბრისას ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულში ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სოფელში კაცმა ცოლ-შვილი მოკლა და შემდგომ თავი მოიკლა.