„იმ პირობებში, როდესაც ორპულულსიანი სისტემაა შექმნილი და ორი ძლიერი პარტია არსებობს, და პარტიების უმრავლესობა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ალბათ უკეთესი იქნება ამ ეტაპზე ბარიერის დაწევაზე ვიფიქროთ” – ამბობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან „ქართული ოცნების” დეპუტატი სოზარ სუბარი.
თუმცა ის ფიქრობს, რომ ეს დროებითი ზომა უნდა იყოს: „ერთჯერადად, ან ორჯერადად, რომ პარტიებმა შეძლონ გაძლიერება, შეძლონ პარლამენტში თავის დამკვიდრება, სახის გამოჩენა”.
სუბარი ამბობს რომ სწორად არ მიიჩნევს სხვადასხვა პარტიის არასამთავრობო სექტორის თუ დასავლელი პარტნიორის მოსაზრებას 2%-იანი ბარიერის უპირობო მხარდაჭერაზე, რადგან მისი აზრით 5%-იანი ბარიერი უზრუნველყოფს სტაბილურობას.