NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას.
ხავიერ კომონიტა ტვიტში NATO-ს მინისტრთა გამოხმაურებას ეთანხმება და ამბობს, რომ ისინი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულნი რჩებიან.
„რუსეთს სურს, უკრაინისა და საქართველოს მსგავს ქვეყნებს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებები უბრძანოს. როგორც ცოტა ხნის წი, რიგაში NATO-ს მინისტრებმა აღნიშნეს, ჩვენ ერთგულები ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა“, – წერს კოლომინა.
#Russia wants to dictate the choices countries like #Ukraine and #Georgia get to make with regard to their own future. As #NATO Foreign ministers expressed recently in Riga, we are committed to the decisions adopted in the 2008 Bucharest summit. pic.twitter.com/Lca7qoPJbO
— Javier Colomina (@JavierColominaP) December 12, 2021
რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-სგან მოითხოვა, იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უწყება მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.