საკრებულოებში ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია კენჭისყრით – გახარიას გუნდის კანონპროექტი

პუბლიკა

პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოებში გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით უნდა იღებდნენ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკრებულოებში შანტაჟითა და მოსყიდვით ცდილობს სხვადასხვა პარტიის წევრების გადაბირებას.

„შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა პარტიის წევრების მოსყიდისა თუ მუქარის გზით გადაბირება „ოცნებამ“ ჯერ კიდევ არჩევნების შემდეგ დაგვიანონსა. შედეგად ვიხილეთ ფარული მოლაპარაკებები, ადგილობრივი წარმომადგენლების მოსყიდვის, დაშინებისა და გატაცების ფაქტებიც“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, „ოცნება“ უკანონო და ბინძური მეთოდებით ცდილობს საკრებულოებში უმრავლესობის შექმნას. ბუჩუკურის განმარტებით, იმისთვის, რომ გაიზარდოს საკრებულოს წევრთა კეთილსინდისიერება, მათი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი, პარტიამ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის განხილვასაც დაჩქარებული წესით მოითხოვენ.

„ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა დავაინიციირეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ღია კენჭისყრით, მათ შორის, როდესაც ეს გადაწყვეტილება ეხება პირის თანამდებობაზე არჩევას, თანამდებობიდან გადაყენებას“, – განაცხადა ბუჩუკურმა.