შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
მედიის ცნობით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი ბავშვების მამაა. „რუსთავი 2-ზე“ დაყრდნობით, ბავშვები 9 და 12 წლისანი არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.