ვაზიანის დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა - შსს

პუბლიკა

კაცმა, სავარაუდოდ, ცოლი და სიდედრი მოკლად და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.