მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სტატუსის მქონე პედაგოგთა დანამატის ზრდა 100 ლარით

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 121 მილიონი ლარი, საიდანაც:

• მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასი გაიზრდება 100 ლარით;

• ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს მილიარდ 390 მილიონ ლარს.

გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე მასწავლებელთა დანამატის ზრდა 100 ლარით;

საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა;

სკოლის მანდატურების ხელფასების ზრდა 100 ლარით;

სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და აღჭურვა – 190,8 მლნ ლარი, ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით ამ მიმართულებით გამოიყო დამატებით 30 მილიონი ლარი;

• პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 119 მილიონი ლარი, მათ შორის, პროფესიული კოლეჯების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 46 მილიონ ლარზე მეტი;

• უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება შეადგენს 232 მილიონ ლარს.