„მნიშვნელოვნად გაგვეზრდება ხარჯი“ - ძიძები და საოჯახო მშრომელები სატრანსპორტო ტარიფის ცვლილებაზე

პუბლიკა

ძიძები და საოჯახო მშრომელები ეხმაურებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფების სისტემის ცვლილებას. ისინი საერთო განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ მერიის მიერ შეთავაზებული სატრანსპორტო ტარიფების გეგმა მნიშვნელოვნად გაუზრდით მათ გადაადგილების ხარჯს.

„ჩვენ ყოველდღიურად, სულ მცირე ორჯერ გვიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას სამსახურში მისასვლელად ორი ან სამი ტრანსპორტის გამოცვლა გვჭირდება, შემოთავაზებული გეგმა მნიშვნელოვნად გვიზრდის გადაადგილების ხარჯს.

ჩვენი გამოთვლით, თითოეული ჩვენგანისთვის გაზრდილი ხარჯი 10-20 ლარია. ეს შესაძლოა არაფერს ნიშნავს მერიისთვის და საკრებულოსთვის, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით უსაშველოდ გაზრდილი ფასების (საკვებისა და წამლების) ფონზე, ეს მნიშვნელოვანი დანაკლისია.

მერიას და საკრებულოს შევახსენებთ, რომ ჩვენ ისედაც გვაქვს საბანკო ვალდებულებები და განვადებით მგზავრობა, ცხადია, ჩვენს ხარჯს გააძვირებს არა 10-20 ლარით, არამედ კიდევ უფრო მეტით.

ბანკები, რა თქმა უნდა, აქაც მოგების ნახვას შეეცდებიან. ჩვენ ვართ მშრომელები, რომლებსაც სახელმწიფო მშრომელებად საერთოდ არ გვაღიარებს. ჩვენ საყოველთაო ანტიკრიზისული დახმარების მიღებაც კი ვერ შევძელით პანდემიის დროს, რის გამოც თითოეულ ჩვენგანი შიშით უყურებს მომავალს, რომელშიც არანაირი სოციალური გარანტია არ გვაქვს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს ათობით მოქალაქე აწერს:

  • ეკა ქაჩლიშვილი;
  • ლია არაბიძე;
  • მარი დილიმაშვილი;
  • თამუნა ბასილაშვილი;
  • ირინა კიკნაძე;
  • თეა შოშიაშვილი;
  • ნონა ბერია;
  • ლალი სანიკიანი;
  • ნანა გოგოხია;
  • ირინა კიკნაძე;
  • ნელი ხმალაძე;
  • ნინო იაშვილი;
  • ეკატერინე ბერია;
  • მარინა კენგერლი;
  • თამარ მგელაძე;
  • ხათუნა პაპუნაშვილი;
  • თამარ მგელაძე;
  • ხათუნა პაპუნაშვილი;
  • ნათია ხატიაშვილი;
  • ირმა კურცაძე;
  • დარეჯან პაპავა-ტყებუჩავა;
  • ნინო სულაქველიძე;
  • დიანა ჭიჭოშვილი;
  • მანანა თაგორაშვილი;
  • თამარი ხაბელაშვილი;
  • ნინო გვიმრაძე;
  • ფიქრია რობაქიძე;
  • მაია მესხი;
  • ნინო იაშვილი;
  • ინგა მუმლაძე;
  • ნონა საბაშვილი;
  • თამუნა ჟიჟილაშვილი;
  • ნინო ჩხაიძე;
  • თინიკო ხიდეშელი;
  • ნინო თედოშვილი;
  • მარი დიმლაშვილი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები:

1. ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი – 1 ლ. – (იმ ადამიანებს, ვინც ხშირად არ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდება შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა – 90 წუთის განმავლობაში ერთ ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და ტრანსპორტის ამ ტიპებს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდის 90 წუთის განმავლობაში).

2. ულიმიტო ერთდღიანი ბარათი – 3 ლ. – (ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად);

3. ულიმიტო ერთკვირიანი ბარათი – 20 ლ. (ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი კვირის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად ტურისტებზეა გათვლილი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათები უფროა გათვლილი, რომელიც ბევრად შეღავათიან ფასში უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირებას);

4. ულიმიტო ერთთვიანი ბარათი – 40 ლ. – (ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ჩვენი გათვლებით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზ.ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაც მათ თვიურ დანახარჯს მინიმუმ 50-60 ლარით განსაზღვრავს. აღნიშნული ბარათის მფლობელები თვის მანძილზე ტრანსპორტზე დანახარჯებზე საშუალოდ 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ);

5. ულიმიტო სამთვიანი ბარათი – 100 ლ. (ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის);

6. ულიმიტო ექვსთვიანი ბარათი – 150 ლ. (ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს);

7. ულიმიტო ერთწლიანი ბარათი – 250 ლ. (ერთწლიანი ბარათის მფლობელს კი თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა).