გამოცემა ისრაელში Times of Israel-ის ცნობით, ყაზახეთში სროლისას ისრაელის მოქალაქე, 22 წლის ლევან კოგეაშვილი დაიღუპა.
გამოცემა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა. უწყების ინფორმაციით, ლევან კოგეაშვილი ქალაქ ალმათიში პარასკევს დაიღუპა.
გამოცემა ოჯახზე დაყრდნობით წერს, რომ ის დემონსტრაციებში არ მონაწილეობდა, სამსახურში მიდიოდა მანქანით, რა დროსაც დაიჭრა. შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.