დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების საერთო შემთხვევის 10%, დიდი ალბათობით, „ომიკრონია”. მისივე თქმით, მიუხედავად „ომიკრონის“ შემთხვევების ზრდისა, ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა, ჯერჯერობით, არ იზრდება. ამის შესახებ გამყრელიძემ „რუსთავი 2-თან” განაცხადა.
„ომიკრონის” შემთხვევების ლაბორატორიულად დადასტურებული რაოდენობა არ შეცვლილა გუშინდელი დღის მერე და არის ისევ 600, მაგრამ რამდენიმე ასეული არის კვლევაში. დიდი ალბათობით,მოიმატებს დღეს და ხვალ, იმიტომ,რომ ვიკვლევთ რამდენიმე ასეულ საეჭვო შემთხვევას.
დიდი ალბათობით, საერთო დადასტურებული შემთხვევების 10%, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არის „ომიკრონი”.
იმატებს 18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა ასაკში შემთხვევების რაოდენობა…
ჯერჯერობით, ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე. ჰოსპიტალში „ომიკრონის” 600 შემთხვევიდან სულ მოხვდა 8 ადამიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.