ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა და 30 გარდაცვლილი - კორონავირუსის 28 იანვრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 64 412 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 397 პირი, გარდაიცვალა 30 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 17.88% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.10%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 397 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 986 928.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 870 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა, აჭარა – 1 523, იმერეთი – 2 219, ქვემო ქართლი – 780, შიდა ქართლი – 775, გურია – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 865, კახეთი -683, მცხეთა-მთიანეთი – 289, სამცხე-ჯავახეთი – 388, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 48.