მერიამ ორხევის დასახლებაში შენობების დემონტაჟი დაიწყო

პუბლიკა

თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო.

„პუბლიკას“ აღნიშნული ინფორმაცია მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაუდასტურა. მათი ცნობით, ეს ტერიტორია არის დედაქალაქის საკუთრება. მასზე კი განთავსებულია 5 უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა.

მერიის ცნობით, მოსახლეობას მიეცა გაფრთხილება, რომ დაეშალათ შენობა-ნაგებობები, დღეს კი გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყეს.