გლდანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაცვლილი 5 ადამიანი იპოვეს

პუბლიკა

თბილისში, გლდანში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი 5 ადამიანი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

„თბილისი ენერჯი“ ვარაუდობს, რომ უბედური შემთხვევა გაზქურის ღუმელის ანთებულ მდგომარეობაში დატოვებამ გამოიწვია. კომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ გამოიყენებენ აკრძალულ დანადგარებსა და გაზქურას გასათბობად.