ომბუდსმენი ტყიბულსა და მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში სისტემატური ინსპექციის აუცილებლობაზე საუბრობს

პუბლიკა

სახალხო დამცველი ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და შსს-სა და შრომის ინსპექციას მოუწოდებს, განხორციელდეს დროული და ეფექტიანი რეაგირება მომხდარზე, მათ შორის დადგინდეს ტრაგედიის მიზეზები, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნეს არიდებული.

ომბუდსმენი ასევე მიმართავს შრომის ინსპექციას – მიმდინარე ინსპექტირების ფარგლებში მოხდეს ყველა დარღვევის და რისკის იდენტიფიცირება და მათი გამოსწორების მიზნით ყველა კანონმდებლობით მინიჭებული ბერკეტის გამოყენება.

სახალხო დამცველის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ტყიბულში და სხვა მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში სისტემატური ინსპექტირება ჩატარდეს არსებული დარღვევების დროული იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით.