საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 17 594 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 76 205 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 711, „პისიარ“ ტესტით – 27 494.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,36%, ბოლო 14 დღის – 26,16%, ბოლო შვიდი დღის – 29,28%.