იანვარში კორონავირუსით რეინფიცირების 57 000-მდე შემთხვევა იყო - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იანვარში კორონავირუსით რეინფიცირების დაახლოებით 57 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. გამყრელიძის თქმით, ომიკრონის შტამის თვისებაა, რომ ის „გვერდს უვლის“ ძველ შტამებს და ამიტომ, რეინფიცირებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ომიკრონის ცირკულაცია გაიზარდა, ბოლო მონაცემებით 14% იყო რეინფიცირებისა იმ 1800 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, სადაც სეკვენირება ჩატარდა და ომიკრონ-სპეციფიკური ტესტები იქნა გამოყენებული.

აბსოლუტურ რიცხვში დაითვალეს ჩვენებმა და სადღაც, 50 000-ზე მეტი, 57 ათასამდე რეინფიცირების შემთხვევა იყო იანვარში.

ომიკრონის დამახასიათებელი თვისებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ის გახლავთ, რომ ის ძველ შტამებს გვერდს უვლის და რეინფიცირება მაღალია. დაახლოებით, 3, 4, 5-ჯერ მაღალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-თან“.