საბერძნეთის განახლებული რეგულაციებით, რომელიც დღეს, 7 თებერვალს გამოქვეყნდება, საქართველო დაემატება იმ ქვეყნების სიას რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საბერძნეთში შესვლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსულო ავრცელებს.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება, თუ საბერძნეთში მიმავალი მგზავრი აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს:
- ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში;
- ან წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით;
- ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს;
საკონსულოს ცნობით, ყველა მგზავრი ვალდებულია საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF ფორმა.