„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის დროს სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ გათავისუფლებების გამო ბიუჯეტმა 332 172 ლარი იზარალა.
TI-ის ინფორმაციით, ორგანიზაცია სისტემიდან თეა წულუკიანის მმართველობის დროს დათხოვნილი 18 თანამშრომლის ინტერესებს იცავს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 202 672 ლარი გადახდილია 5 დასრულებული საქმის შედეგად. 129 500 ლარი კი სასამართლოში მიმდინარე საქმეებზეა დაკისრებული და საბოლოო გადაწყვეტილებებამდე ეს თანხა ყოველთვიურად იზრდება.