შსს ადასტურებს, რომ ამერიკის დაკარგული მოქალაქე იპოვეს

პუბლიკა

39 წლის ამერიკის მოქალაქე, ალექს ლოიოსი, რომელსაც თბილისში უკვე მე-5 დღეა ეძებდნენ, ცოცხალი იპოვნეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა „პუბლიკა“ ცდილობს დეტალების დაზუსტებას ალექსის მეგობრებთან.


ალექს ლოიოსი ბოლოს 9 თებერვალს, ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა ძველ თბილისში შენიშნა – „ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არ ჰქონდა ფული, ჰგავდა დაკარგულსა და დაბნეულს“. მისი ახლობლები და მეგობრები ალექსს სოციალური ქსელით ეძებდნენ. მათივე ინფორმაციით, საქმის კურსში იყო საელჩო და საგამოძიებო უწყებები.