საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მათ დაადგინეს, რომ 2021 წლის 10 ივლისს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარკვეული პირების მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება განხორციელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე 17 ივლისს, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სოფელ ფონიჭალაში ბრალდებულის სახით ფ.ა. დააკავეს.
პროკურატურის მტკიცებით ფ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი- 2 გრ. ქუჩის ჰეროინი, ე.წ. „სირეცი“ რომელიც 0.9256 გრ. ჰეროინს შეიცავდა.
როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ფ.ა.-მ 2021 წლის 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში 500 ლარის სანაცვლოდ ადგილზე შეკრებილ ა.ლ.-ს, ნ.ნ.-ს, ი.ნ.-ს, ლ.ე.-ს, ტ. კ.-ს, ე.მ.-ს, ლ.ჯ-ს და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს გადასცა. დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას კი უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ასევე მისსავე საცხოვრებელ სახლში.
„ფ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება 9,4984 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ შეიცავდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.ა. -ს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ცდილობს 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი ნარკოტიკების ზედოზირებას დაუკავშიროს.