გორის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გ.ზ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით გ.ზ. ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვან დაზარალებულს სხვადასხვა დროს აუპატიურებდა.
გორის საქალაქო სასამართლომ გ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.