შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კასპში სამართალდამცავებმა 38 წლის კაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ურთიერთშელაპარაკებისას, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა 46 წლის თანასოფლელს. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა“, – აცხადებს შსს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.