თეთრი სახლის განცხადებით, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებისთვის სანქციების დაწესებას იწყებენ

პუბლიკა

თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ პსაკის განცხადებით, ვაშინგტონში ელოდნენ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ. ამიტომ, პსაკის განცხადებით, აშშ იწყებს პასუხის დაუყოვნებლივ გაცემას.

პირველ ეტაპზე აშშ-ის ყველა იმ მოქალაქეს დაუწესდება სანქცია, ვინც ამ რეგიონებში ჩადებს ინვესტიციას, ივაჭრებს ან ფინანსურ საქმიანობას ეწევა. ასევე სანქციები დაუწესდება ყველა იმ პირს, ვინც უკრაინის ამ რეგიონებში გეგმავს საქმიანობას.

„ჩვენ მალე გამოვაცხადებთ იმ დამატებითი ზომების შესახებ, რაც დაკავშირებულია რუსეთის მიერ საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებტან.

სიცხადისთვის, ეს ზომები არ არის იმ მკაცრი ეკომონიკური ზომების ნაწილი, რომელთაც ვამზადებდით პარტნიორებთან ერთად“, – აცხადებს ჯენ პსაკი.