აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაწყებული აგრესიის გამო, აშშ მოკავშირეებთან ერთად რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს. „პუტინი აგრესორია, მან აირჩია ეს ომი. ახლა ის და მისი ქვეყანა ამის შედეგებს მოიმკის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
როგორც CNN წერს, ბაიდენის თქმით, აშშ რუსეთისთვის შემდეგი სახის სანქციებს დააწესებს:
- რუსულ ბიზნესს შეეზღუდება საქმიანობა დოლარში, ევროში, გირვანქა-სტერლინგსა და იენში, რითაც შეიზღუდება, რომ იყოს მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი.
- რუსეთს შეუწვიტავენ შესაძლებლობას, რომ დააფინანსოს სამხედრო სექტორი;
- მოუსპობენ შესაძლებლობას, რომ იყოს კონკურენტული 21-ე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკაში;
- აშშ დაუწესებს სანქციებს, რუსულ ბანკებს, რომლებიც იქ დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის ანგარიშებს ფლობენ.
„ჩვენ ვბლოკავთ დამატებით 4 რუსულ მსხვილ ბანკს. ეს ნიშნავს, რომ მათი ყველა ანგარიში ამერიკაში გაიყინება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.