„უკრაინაში ჩასვლა – ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, განიხილავს თუ არა მხარდაჭერისა და სოლიდარობის მიზნით უკრაინაში ჩასვლას.
„ჩვენ, როგორც ჩვენს ქვეყანას შეგვიძლია, გამოვხატეთ (სოლიდარობა), ისე როგორც გამოვხატეთ. კითხვაზე ვაპირებ თუ არა ჩასვლას, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რომ დაკეტილი არის საჰაერო სივრცე, არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერები ვერ ჩადიან უკრაინაში, პასუხი – შესაბამისია.
სამწუხაროა და მე კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებ იმ სცენებს, რომელიც უკრაინაში ხდება, როგორ იჩაგრება უკრაინელი ხალხი, ამიტომ ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ საჭირო არის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა იმისთვის რომ ეს ტრაგედია შავაჩეროთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.