რუსეთი უკრაინას ებრძვის ტანკებით, ხოლო საქართველოს - „ნაციონალური მოძრაობით“ - იონათამიშვილი

პუბლიკა

„რუსეთი უკრაინას ებრძვის ტანკებით, ხოლო საქართველოს – „ნაციონალური მოძრაობით” – იმ პარტიასთან ერთად, რომლის მიზანი სინამდვილეში არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ ამ თემის სპეკულაციური გზით გამოყენებაა, რა თქმა უნდა, მსჯელობის აზრს ვერ ვხედავთ“, – ასე უპასუხა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩაშლის შესახებ შეკითხვას უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა.

„რუსეთმა ერთი საუკუნის წინ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. დღეს ის უკრაინის ოკუპაციას ახდენს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთი ქვეყნის ოკუპაციაც კი თავისუფალი სამყაროს ოკუპაციას ნიშნავს. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთი უნდა აიძულოს, დაიხიოს უკან და უკრაინის ოკუპაციაზე თქვას უარი”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.