პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათვე ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„პრეზიდენტებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სუვერენობის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მძიმე ვითარებაში ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. პრეზიდენტებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით პარიზში მიიწვია.