საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ფასადზე, ოპოზიციონერებმა, ფრაქცია „ლელოს“ დეპუტატებმა უკრაინის მხარდასაჭერად უკრაინის 10-მეტრიანი დროშა გადმოფინეს.
„საქართველო არის ოკუპირებული იმავე აგრესორის მხრიდან, ვინც ახლა უკრაინას ესხმის თავს და ჩვენ უკრაინას ვუცხადებთ სოლიდარობას, ისევე, როგორც უკრაინა იდგა ქართველი ხალხის გვერდით და ასე იქნება მუდამ. ეს არის აქცია, მშვიდობიანი. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ ბრძოლაში დაიღუპნენ“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა.