უკრაინა სრულად აკონტროლებს კიევს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს და ხარკოვს - უკრაინული მედია

პუბლიკა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინა სრულად აკონტროლებს კიევს, მარიუპოლს, ჩერნიგოვს და ხარკოვს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ვადიმ დენისენკო ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსები დივერსიულ ჯგუფებს მუდმივად აგზავნიან, ისინი ყველა ამ ქალაქს იცავენ.