ევროკავშირი სანქცირებულთა მორიგ სიას ქვეყნებს

პუბლიკა

ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლების, მედიის წარმომადგენლების, გავლენიანი პირებისა და კომპანიების მორიგ სიას აქვეყნებს, რომელსაც სანქციები შეეხებათ.

სანქცირებულთა შორის მოხვდა 26 პირი და ერთი კომპანია.

ევროკავშირის სანქცია შეეხებათ:

  1. კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს;
  2. მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე პონიმარენკოს;
  3. Россия-1-ის ტელეწამყვან ოლგა სკაბეევას
  4. ნავთობსადენის კომპანია „ტრანსნეფტის“ დირექტორ ნიკოლაი ტოკარევს;
  5. „როსნეფტის“ ნავთობკომპანიის დირექტორ იგორ სეჩინს და ა.შ

სანქცია დაუწესდება მოსკოვის გაზის დაზღვევის ინდუსტრიის კომპანიას, რომელიც, გავრცელებული ნფორმაციით, ყირიმის ანექსიას უჭერდა მხარს.

ევროკავშირმა გასულ დღეებში სანქციები დაუწესა ვლადიმირ პუტინს, სერგეი ლავროვსა და სხვა გავლენიან პირებს.