უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირს ალბათ რამდენიმე წელში შეუერთდებიან - ბონი

პუბლიკა

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის, კლემან ბონის თქმით, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ევროკავშირს, ალბათ, რამდენიმე წელიწადში შეუერთდებიან, მაგრამ არა ახლა.

„ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი, არ ვიცი როდის, მაგრამ სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, შეიძლება სხვა ქვეყნებსაც მოიცავს“, – თქვა ბონმა.

მისი თქმით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრების საკითხი „ხვალისთვის არ დგას“.