გენოციდზე ამბების შეთხზვა არის ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი საქართველოშიც იყენებდა - ბლინკენი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მოსკოვი შესაძლოა ამზადებს სცენას ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად და შემდეგ უკრაინის დასადანაშაულებლად, რათა გაამართლოს თავდასხმები უკრაინელ ხალხზე. მან ბრიფინგზე უკრაინის კონტექსტში საქართველო ორჯერ ახსენა.

„მოვლენების შეთხზვა და გენოციდზე ამბების შეთხზვა გაზრდილი სამხედრო ძალის გამოყენების გასამართლებლად არის ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი ადრეც იყენებდა, მათ შორის საქართველოში“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, რუსეთი გეგმავს, რომ უკრაინაში საბრძოლველად კერძო სამხედრო ჯგუფების წევრები ჩაიყვანოს. ბლინკენის განცხადებით, პუტინის მიერ ახლო აღმოსავლეთსა და სხვა ტერიტორიებზე სამხედროების რეკრუტირება იმაზე მიუთითებს, რომ პუტინის გეგმების ისე არ მიდის, როგორც თავად იმედოვნებდა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა გატაცებისა და მათ ნაცვლად მარიონეტების დანიშვნის შემთხვევებზე.

„უკრაინული ქალაქების განადგურების შემდეგ მოსკოვმა, შესაძლოა, ოფიციალური პირები რუსეთიდან ჩამოიყვანოს და ადგილობრივ ხელისუფლებაში თანამდებობაზე დანიშნოს, გაზარდოს „ეკონომიკური მხარდაჭერა“ იმ მიზნით, რომ ადამიანები მოსკოვზე დამოკიდებული გახდნენ. იგივე, რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა“, – განაცხადა ბლინკენმა.