28 მარტიდან პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება, დახურულ სივრცეში ტარება კი ისევ სავალდებულოა.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნებული იქნება”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.