თურქეთის პრეზიდენტის თქმმით, უკრაინა და რუსეთი ომის დასასრულებლად 6-დან 4 მთავარი საკითხზე „კონსენსუსი“ თითქმის მიღწეულია – მათ შორისაა ნატოს საკითხი, ნაწილობრივი განიარაღება, კოლექტიური უსაფრთხოება და რუსული ენის სტატუსზე. თუმცა შეთანხმება ვერ ხერხდება ყირიმსა და დონბასზე.
„ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს როგორც ბატონ პუტინთან, ისე ბატონ ზელენსკისთან“, – აღნიშნა ერდოღნმა.
ერდოღანის თქმით, არსებობს საკითხები, რაზეც შეუძლებელია უკრაინის თანხმობის მიღება – ეს არის ყირიმისა და დონბასის თემა.
„ბატონმა ზელენსკიმ გამოავლინა ბრძნული ლიდერობა და გაგებით მოეკიდა საკითხის რეფერენდუმზე გატანას და თქვა, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მთელმა უკრაინელმა ხალხმა“, – განაცხადა ერდოღანმა ერდოღანმა.
მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტის მიერ ნახსენებ 4 პუნქტზე შეთანხმება არ არსებობს.
„ამ ოთხ პუნქტზე რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს. უკრაინული არის და იქნება ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინაში. საერთოდ, არასწორია მოლაპარაკების ძირითადი თემების ოთხ ან მეტ ნაწილად დაყოფა“, – განაცხადა კულებამ.ქ